კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა.

გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია.

"სასესხო პორტფელის ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14%-ია , რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და შესაბამისობაშია ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივებთან. ამასთან ვხედავთ, რომ არის სასესხო პორტფელის გაჯანსაღება. სესხები უფრო კარგი მაჩვენებლებით და სტანდარტებით გაიცემა,"-აცხადებს გვენეტაძე.

მისივე თქმით, სებ-ი მუშაობს, რომ რეგულაციები მაქსიმალურად მარტივად გასაგები იყოს და ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივდეს, თუმცა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შეცვლა არ იგეგმება.

"ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს გადახედვა, ეს თავიდანვე განვაცხადეთ.პრინციპები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ყოველთვის იქნება, მაგრამ ვმუშაობთ, რომ რეგულაცია უფრო გამარტივებული და მარტივად გასაგები იყოს და თუ რამე ბიუროკრატიული ტვირთია მოვაშოროთ,"- აცხადებს გვენეტაძე.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო