არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას - გმადლობთ, დაზუსტებისთვის, რომ თქვენი ამოცანა ქალბატონი ქაცარავას განადგურება არაა, მეც მახსოვდა, რომ თქვენ მხოლოდ რეალისტურ ამოცანებს ისახავდით მიზნად

გმადლობთ, რომ დააზუსტეთ, რომ თქვენი ამოცანა არ არის ქალბატონი ქაცარავას განადგურება. მეც ასე მახსოვდა, რომ თქვენ მხოლოდ რეალისტურ ამოცანებს ისახავდით ხოლმე მიზნად, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სპიკერმა ბოკერიასა და მდინარაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირებისას ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ კორექტულობისკენ ბატონო გიგა. გუშინ სოფიო ქაცარავას დაემუქრეთ განადგურებით, დღეს ბატონ მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებთ ლამის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს ბოკერიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ არავის ფიზიკური განადგურება მისი ამოცანა არაა, პოლიტიკურად კი მმართველი გუნდი თავად ინადგურებს თავს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს დაზუსტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას მიმართა, რომ მას პოლიტიკურად გაანადგურებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქაცარავას ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც ქაცარავამ განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას შოუების დადგმა უკეთესად გამოსდის, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა. ბოკერიას აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრების მხრიდან დღეს განსჯის საგანი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს