რომან გოცირიძე - მივმართავ მათ, ვინც ზურაბიშვილი  პრეზიდენტად აირჩია: როგორ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს?

"მივმართავ მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილი აირჩია პრეზიდენტად: როგორ მოსწონთ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს?" - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის და პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას.

მისი თქმით, ეს იმ ადამიანების სინდისზე უნდა იყოს, ვინც თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"შეწყალების და სხვა სერიოზული აქტები წყდება პრეზიდენტის სამზარეულოში. უნდა ჩავთვალოთ, რომ ის გადაწყვეტილებას ღებულობს ვიღაც არაფორმალური მრჩევლებისა თუ ახლობლების რჩევის მიხედვით. ეს არის ყველაზე რბილი შეფასება. იცით, რომ პოლიციელის მკვლელის შეწყალება უბრალოდ არ ხდება. შეუძლებელია, რომ აქ არ იყოს ჩართული ისეთი ადამიანები, რომელთაც გარკვეული ინტერესები გააჩნიათ. ამიტომ ქალბატონმა სალომემ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, რატომ შეიწყალა ეს ორი ადამიანი. როდესაც პოლიციელის მკვლელს ათავისუფლებ, არ არის გამორიცხული, რომ აქ იყოს კორუფციული ან სხვა სახის ინტერესები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც პრეზიდენტამდე მიიტანეს ეს საქმეები და მასზე ზემოქმედება მოახდინეს. ამიტომ გამოძიება უნდა ჩაერთოს და უნდა იყოს გამოკვლეული, ვინ ახდენს პრეზიდენტზე გავლენას. მივმართავ მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილი აირჩია პრეზიდენტად. ხანდახან უნდა აღიაროს პარტიამაც და ადამიანებმაც, რომ მოსდით შეცდომები. როგორ მოსწონთ მათ პრეზიდენტი, რომელიც 1 თვეში ორ მკვლელს იწყალებს. ეს იმ ადამიანების სინდისზე იყოს, რომლებსაც დღესაც სჯერათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო