ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვს, იურიდიული კომიტეტის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს

ასე დაპატარავება, დაკნინება ამ პროცესის არ გამოვა. მე მინდა თქვენ თვითონ გაუკეთოთ კოორდინაცია, როგორც პარალამენტის თავმჯდომარემ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და სთხოვა, პირად კონტროლზე აიყვანოს იურდიული კომიტეტის საქმიანობა, რომელიც ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე მუშაობას იწყებს.

„ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ამ ფაქტს. მინდა პირადად თქვენ მოგმართოთ: მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, რომელიც არის ამ პარლამენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - არაფერი არ არის ამაში გადაჭარბებული და მგონი, ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ეს პროცესი ერთ კომიტეტში ჩაიკეტება.... ამიტომ მოგმართავთ თქვენ, იმიტომ, რომ დასაწყისი იყო ძალიან ცუდი. ეს დასაწყისი იყო სამუშაო ჯგუფის შექმნა აბსოლუტურად ცარიელი მანდატით და კომიტეტი დიდი ხანი ბჭობდა ისეთ უწყინარ საკითხზეც კი, როგორიც იყო ამ სამუშაო ჯგუფს რა უნდა გაეკეთებინა. ბიოგრაფიები, დაბადების წელი და რიცხვი შეედარებინა ერთმანეთთან და შემდეგ ხუმრობდნენ: ზოდიაქოს ნიშნის დასადგენად ვიწვევთ ამ ექსპერტებსო“, - განაცხადა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ უკმაყოფილება დააფიქსირა იმ ფაქტის გამო, რომ კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საკითხს, სამუშაო ჯგუფში ყოფილიყო ცნობილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, ასევე არასამთავრობო სექტორი.

„ბოლოს შეთანხმდენენ იმაზე, რომ ამ ათ დღეში უნდა დასრულდეს სამუშაო პროცესი, ისე რომ ამ ჯგუფს არავითარი მანდატი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ბიოგრაფიული მონაცემები ერთმანეთს შეადაროს. ასე დაპატარავება, დაკნინება ამ პროცესის არ გამოვა. მე მინდა თქვენ თვითონ გაუკეთოთ კოორდინაცია, როგორც პარალმენტის თავმჯომარემ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს, რომ იურდიული კომიტეტი, რომელიც შემდეგი ორშაბათიდან აპირებს ეს ინტერვიუები დაიწყოს, არ იყოს ნაჩქარევი, არ იყოს ფორსირებული, არ იყოს იმაზე უფრო დაბალი სტანდარტის, ვიდრე ეს ჰქონდა იუსტიციის საბჭოს, როდესაც ეს პროცესი გაიარა. უნდა იყოს მართლაც არსებითი შინაარსობრივი დატვირთვის. ყველას უნდა მიეცეს საშუალება დაინახო, ვის ირჩევს უვადოდ უზენაესს სასამართლოში, ამიტომ წინასწარი კონსულტაცია რომ გექნებათ, ურჩიეთ ბატონო არჩილ, როგორი პროცედურით წარიმართება კომიტეტზე ინტერვიუები, მოსამართლეობის კანდიდატებთან, რომ ეს არ იყოს ნაჩქარევი, რომ სრულყოფილად მოხდეს, რომ ეს პროცესი იყოს არამხოლოდ ღია სხდომებზე, არამედ ყველა გარემოება იყოს შესწავლილი იმ კანდიდატების, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, დაიკავონ პოზიცია ყველაზე მაღალ ინსტანციაში. ამიტომ მე გთხოვ, რომ ამ პროცესის კოორდინაცია გააკეთოთ თქვენ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, პროცედურები კანონში არ წერია, კომიტეტი თავად წყვეტს და იქნებ მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ აქეთკენ“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა