დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციას - პროდასავლურობა თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აუტანლები გახდით

თქვენ პოლიტიკური ტოქსიკური ძალა ხართ და ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობისერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

როგორც ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პროდასავლურობა და პროევროპულობა არ გამოიხატება იმ სწორხაზოვნებაში და პრიმიტიულ, პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელიც აღნიშნულ პარტიას გააჩნია. ამასთან, ცქიტიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ადრე ოპოზიციას შესაბამისი სახელი დაარქვა.

„პროდასავლურობა და პროევროპულობა არ გამოიხატება იმ სწორხაზოვნებაში და პრიმიტიულ, პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. არამედ გამოიხატება იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში და თუნდაც ამ პარლამენტში არის. თუნდაც იმაში, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, თუნდაც ანტიდასავლური. პარლამენტის თავმჯდომარემ ადრე დაგარქვათ თქვენ ტოქსიკური ძალა და ზუსტად რომ პოლიტიკური ტოქსიკური ძალა ხართ და ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ. არ ვართ იდეალურები, ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული 7-8 წლის განმავლობაში. ეს შეცდომები ჩვენი შეცდომებია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ყველა ის პროტესტი, რომელიც ჩვენს მიმართაა წარმოქმნილი, რომელიც შეიძლება ძალიან ლეგიტიმური და გულწრფელი იყოს, თქვენ დაამახინჯეთ და აქციეთ მანიპულირების იარაღად, რომელიც თითქოს თქვენ გაძლევთ პოლიტიკურ ქულებს, რაც, საბოლოო ჯამში, თქვენი ფრუსტრაციით დამთავრდება. თქვენ რეალურად დამთავრდებით, არა იმიტომ, რომ თქვენ დაგამთავრებთ ვინმე, არამედ პოლიტიკურად დამთავრდებით. ღმერთმა დაიფაროს საქართველო თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის განმეორებისგან. ეს ასევე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომ, რომ ჩემთვის თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ, ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით, თქვენ ერთი პოლიტიკური დანაშაულის ნაწილები ხართ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა