მამუკა მდინარაძე - აუცილებლად უნდა ვუპასუხო ბოკერიას, შევეცდები ეს ზრდილობიანად გავაკეთო - კაცი რომ იქაჩები და მერე  უკანა კარიდან გადიხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი

აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას, შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი - კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარეაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას.

მდინარაძემ ასევე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ წევრს სერგი კაპანაძეს და მას რუსული ძალა უწოდა.

„ბატონო სერგი, პირდაპირ თქვენთან გადმოვალ პასუხით, პრორუსულობა კი არა თქვენ ხართ პირდაპირ რუსული ძალა, იმიტომ, რომ მთელი თქვენი მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე უპასუხა გიგა ბოკერიას.

„აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას, შევეცდები მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი - კაცი რომ იქაჩები რაღაცებს და მერე უკანა კარიდან გადიხარ სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი და ესეც ორმაგი სტანდარტია. ორმაგი სტანდარტია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს, რომ კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს „ქართულ ოცნებასთან“. მეორე - დადარაჯებულები არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოსცდეს ომის თემაზე, რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, „აპრავებენ“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები და „ქართულ ოცნებას“ შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს თავისი ხელისუფლების და მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ. მესამე - ვითომ ეთანხმებით პარგმატულ პოლიტიკას და დასავლეთის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, რომლის შედეგები, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი ქვეყნისთვის. ემიჯნებით ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილზე აგებული პიარ კამპანიით და სტრატეგიით”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 2020 წლის არჩევნებზე მიმსგავსებულ შედეგებსაც კი ვერ მიიღებენ, რაც აქამდე მიუღიათ.

„გვარამია, თქვენი სულიერი ძმა მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და სამომავლო ბულინგს ეწევა 2020 წლისათვის და ამ დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე დღეს რაღაცებს აკეთებს. თქვენ გჭირდებათ ორმაგი სტანდარტები და ტყუილზე აგებული კამპანია, რომ რამენაირად მოატყუოთ საზოგადოება და არ ტყუვდება საზოგადოება, ყველა არჩევნებს მაინც აგებთ. 2020 წელში მიმსგავსებულ შედეგებს ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ აქამდე. ამის გარანტიას გაძლევთ, რადგან ყველაფერს ექნება თავისი სახელი და პოლიტიკურად მართლა განადგურდებით იმიტომ, რომ იმსახურებთ და ხალხის სახელით გაკეთდება ეს ყველაფერი”, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო