კობა გვენეტაძე NDI-ის კვლევებზე - თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია

მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, რომ ზრდა იმაზე დაბალი იყოს, ვიდრე პროგნოზირებულო იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია.

გვენეტაძის თქმით, გლობალური ეკონომიკა დგას რისკის ქვეშ, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს, რაც ცალკეულ ქვეყნებზეც აისახება. მისივე თქმით, საქართველოში სახეზეა შოკების მიმართ მდგრადობის ზრდა.

„თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მოდით არ დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, რომ ზრდა იმაზე დაბალი იყოს ვიდრე პროგნოზირებული იყო, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის საკითხები და პრობლემები გადაეცემა რეგიონულ ეკონომიკას და შემდეგ ქვეყნებსაც, ასე რომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მთავარია გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკების მიმართ, რაც საქართველოში დღეს სახეზეა, თუნდაც ის საგარეო შოკი, რაც ქვეყანამ ივნისში გაიარა და ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ზრდა კარგ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სწორი მაკროეკონომიკირი პოლიტიკა კიდევ უფრო გააძლიერებს მდგრადობას შოკების მიმართ", - განაცხადა გვენეტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა