აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრები შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სექტემბრის ბოლოს შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, ჰიკმეთ ჰაჯიევზე, დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილი.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, თუმცა ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში დღემდე გამუდმებით ადანაშაულებს ერთმანეთს.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს