ოთარ კახიძე უმრავლესობას - ბოკერიას მხრიდან ნათქვამი „განანებ“, პოლიტიკურად განადგურებას ნიშნავდა - მისი ნათქვამი საკუთარი პრემიერის ლექსიკაში აგერიათ

გიგა ბოკერიას მხრიდან სოფიო ქაცარავასთვის ნათქვამი „განანებ“, პოლიტიკურად განადგურებას ნიშნავდა. საკუთარი პრემიერის ლექსიკაში აგერიათ მისი ნათქვამი და ნუ დაამახინჯებთ სხვების გამოსვლებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე ევროინტეგრაციის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

როგორ კახიძემ აღნიშნა, ქაცარავას აღშფოთებას, ბოკერიას ამ მიმართვასთან დაკავშირებით მაშინ დაიჯერებდა, თუ იმასაც აღშფოთებით შეხვდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციას განადგურებით დაემუქრა.

„რაც შეეხება ქალბატონ სოფიოს, რომ თითქოს კომიტეტის სხდომაზე ვიღაც განადგურებით დაემუქრა, თქვენ ასე რომ აღშფოთებულიყავით პრემიერ-მინისტრი რომ ტრიბუნიდან ოპოზიციას გადანგურებით ემუქრებოდა, მაშინ კიდევ დავიჯერებდი, რომ გულწრფელია ეს აღშფოთება. ქალბატონ სოფიოს რომ მოესმა სიტყვა „განანებ“, პოლიტიკურად იყო გაჟღერებული და არ ნიშნავდა განადგურებას. მეც იქ გახლდით, ამიტომ ნუ დაამახინჯებთ სხვების გამოსვლებს. საკუთარი პრემიერის ლექსიკაში აგერიათ“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას მიმართა, რომ მას პოლიტიკურად გაანადგურებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქაცარავას ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც ქაცარავამ განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას შოუების დადგმა უკეთესად გამოსდის, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა. ბოკერიას აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრების მხრიდან დღეს განსჯის საგანი გახდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა