ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას დაეთმო.

„ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. პირველ რიგში ეს არის ის კონსტიტუციური ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე ცვლილებები, რომლებიც უნდა გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ რეალობაში განვახორციელოთ ეუთოს რეკომენდაციები გასული არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საუბარი ასევე დაეთმო სასამართლო სისტემას და იმ პროცესს, რომელიც დღეს მიმდინარეობს პარლამენტში და რომელიც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხს ეხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო