„ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე და ფრაქციის წევრი გიგა ბოკერია საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის კომიტეტი ფოკუსირებული იყოს იმ მწვავე პრობლემებზე და ტენდენციებზე, რაც საქართველოში არსებობს ზოგადად და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მსგავსი შეხვედრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებულობა საჭიროა იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები იმ ხელისუფლებისგან, რომელიც მისი პოლიტიკური განწირულობის გამო შეიძლება კიდევ უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა