შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი - საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა, თუმცა ქართველები მიიღებენ უარს და მათ აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში

გუშინ მოეწერა ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი დეკლარაციას, რადგან საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს ჩვენთვის პრობლემაა, - ამის შესახებ შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით და დეკლარაციაზე მიგრაციის შესახებ, რომელსაც 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისში მან და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს.

"გუშინ მოეწერა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი დეკლარაციას, რადგან საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა და ეს ჩვენთვის პრობლემაა. იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ეს დეკლარაცია უბრალოდ, ხელს შეუწყობს, ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობა სწორედ მიგრაციის საკითხებში", - განაცხადა გატიკერმა.

მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ შვეიცარიაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველო მეხუთე ადგილზეა, ხოლო ახალი ჩამსვლელების სტატისტიკით - მესამე ადგილზე.

"მიზეზი ეკონომიკურია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მეხუთე ადგილზეა თავშესაფრების მოთხოვნის კუთხით, მესამე ადგილზეა ახალჩამოსულთა სტატისტიკით. შესაბამისად, ეს არის სწორედ, რაც გვაშფოთებს და ამის მიზეზი რა თქმა უნდა, ეკონომიკურია. რაც შეეხება პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებს, 2016 წლის შემდეგ მივიღეთ დაახლოებით ორიათასამდე მოთხოვნა. მათ არანაირი კონკრეტული საფუძველი, თუ რატომ ითხოვდნენ თავშესაფარს, არ ჰქონდათ. ჩვენ ამას დაუსაბუთებელ აპლიკაციასა და განაცხადს ვეძახდით. არც ერთი არ დაკმაყოფილდა და ეს იყო თავად თავშესაფრის მაძიებლებთა შესახებ კანონის უხეშად დარღვევა", - განაცხადა გატიკერმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ.

"ჩვენი, როგორც შვეიცარიის მთავრობის პასუხია: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ვიზალიბერალიზაციის ღირსია საქართველო და მოქალაქეებმა უნდა იმგზავრონ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე და ამას მხარს თავიდანვე ვუჭერდით, თუმცა ის ზომებია მიღებული, რომ ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება და ამ თხოვნით მოგვმართავს ჩვენ, აუცილებლად მიიღებს უარს და აუცილებლად დავაბრუნებთ საქართველოში. სწორედ ეს ეხმარება საქართველოს და იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არ შეწყდეს", - განაცხადა გატიკერმა.

იხილეთ ვიდეო:

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო