საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის შემთხვევაში 189.2 ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა და აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.2 ლარი შეადგინა.

ამასთან, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 171.4 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1.7 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317.3 ლარი გახდა.

საქსტატის მონაცემებით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინუმუმი აგვისტოში 167.5 ლარით, ორსულიანი ოჯახის- 268.1 ლარით, სამსულიანის კი 301.6 ლარით განისაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა