შვეიცარიის ელჩი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები - გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება მას საქართველოსთვის

ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები - გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება ამ სანქციებს საქართველოსთვის და გუშინ პარლამენტმა ამას მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პარლამენტის პოლიტიკის შესახებ რუსეთის მიმართ და "ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს.

"შვეიცარია დიალოგის ქვეყანაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ აწარმოებს დიალოგს. რა თქმა უნდა, პარტიებს შორის, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, უნდა შედგეს ამ თემებზე საუბარი. უმცირესობას და ნებისმიერ წარმომადგენლობას პარლამენტში აქვს საშუალება და უფლება, რომ წარმოადგინოს ინიციატივა. უმრავლესობას რა თქმა უნდა, აქვს უფლება, მოიწონოს ან დაიწუნოს ინიციატივა. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მან არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას და თუ უმრავლესობა რომელიმე ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხალხმაც ამას უნდა სცეს პატივი. სანქციებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება ამ სანქციებს საქართველოსთვის და გუშინ პარლამენტმა ამას მხარი არ დაუჭირა", - განაცხადა ფრანცენმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპულმა საქართველომ" პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღება შესთავაზა.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა