ზაზა გაბუნია - თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი, უფრო სტაბილური შემოსავლები

თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, მიიღონ ახალი, უფრო სტაბილური შემოსავლები, რაც გააჩენს მეტ სამუშაო ადგილს,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა არის გზა იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ უფრო მიმზიდველი გახდეს.

„იმისთვის, რომ ის საკითხები, რასაც მთელი ზაფხულის განმავლობაში, ჩვენი გუნდის მიერ მოსახლეობასთან რეგიონებში შეხვედრების დროს, ხალხისგან ვისმენდით და დავალებების სახით მივიღეთ - უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და უფრო შედეგიანად მოგვარდეს. საკითხები, რომელიც ეხება წყალმომარაგებას, გაზიფიცირებას, სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწებს, ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებს, განათლების ინფრასტრუქტურას და ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის ახალ შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ, ბუნებრივია, ნიშნავს საშუალებებს დასაქმების ადგილების შექმნისთვის. დეცენტრალიზაციის შედეგად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოებია და ყველაზე უფრო ახლოს მდგომი რგოლია, ექნებათ მეტი შესაძლებლობები, გადაეცემათ თანდათანობით მეტი რესურსი, როგორც კომპეტენციების ასევე, ქონებრივი, ფისკალური, ფინანსური თვალსაზრისით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე მიიღებს ყველაფერს, რაც მისთვის აუცილებელია და რაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მიიღებს ახლოს სახლთან და მიიღებს უფრო სწრაფად“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის ფინანსების გაზრდით, მოსახლეობა დასახლებაში საკუთარი ინტერესების გატარებას შეძლებს, გავლენას მოახდენს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე, რაც მათი კმაყოფილების დონეს გაზრდის.

„გაჩნდება შანსი, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს რომ მისი და მისი წრის აზრი არის მნიშვნელოვანი და მათი აზრი, მათი ინტერესი იქნება გათვალისწინებული. თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემით, მათ უჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ისინი ჩაერთო ეკონომიკურ საქმიანობაში, რომ მიიღონ ახალი, უფრო სტაბილური უწყვეტი შემოსავლები, რაც გააჩენს ეკონომიკურ აქტივობას და შესაბამისად, მეტ სამუშაო ადგილს. ეს დაეხმარება მუნიციპალიტეტებს გახდეს საინტერესო თითოეული მოსახლისთვის და შეამციროს შიდა მიგრაცია, რომელიც ახლა, დღეს რჩება ჩვენს გამოწვევად. ამისთვის ჩვენ სამ ნაწილად დავყავით სტრატეგიული დოკუმენტი და მისი მიზნები, რომელიც სწორედ, უფლებამოსილებებს, კომპეტენციებს, ფისკალურ, ფინანსურ, ქონებრივ მხარდაჭერას და იმ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს უკავშირდება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვცემს უფრო სანდო, უფრო ანგარიშვალდებულ, უფრო ეფექტიან თვითმმართველობას. ეს ყველაფერი დამატებით ნიშნავს იმას, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ჩვენ რეგიონებში მცხოვრებ თანამოქალაქეთა ინტერესების დაცვისთვის, ვზრდით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს. ეს არის ბევრად მეტი, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებული ოდესმე რომელიმე ხელისუფლებას გაუკეთებია რეგიონული განვითარებისათვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად, ხელისუფლებასთან ერთად, ჩართულია ამ პროცესში, პირველ რიგში გაერო-ს განვითარების პროგრამას, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებს, ექსპერტებს და საზოგადოებას“,-განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს