შვეიცარიის ელჩი - მეზობლებს ხშირად საერთო ინტერესები აქვთ, თუმცა ხანდახან აქვთ პრობლემებიც და საქართველო და რუსეთი ერთად უნდა ეცადონ, იპოვონ გამოსავალი

"საქართველო და რუსეთი მეზობლები არიან, მეზობლებს ხშირად საერთო ინტერესები აქვთ, თუმცა ამასთანავე, ხანდახან პრობლემებიც და მათ ერთად უნდა ეცადონ, იპოვონ გამოსავალი, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში, პატრიკ ფრანცენმა განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

"საქართველო და რუსეთი მეზობლები არიან. მეზობლებს ხშირად საერთო ინტერესები აქვთ, თუმცა ამასთანავე, ხანდახან პრობლემებიც აქვთ და მათ ერთად უნდა ეცადონ, რომ იპოვონ გამოსავალი. რა თქმა უნდა, საქართველო ოკუპირებულია და ეს პრობლემაა, რომელიც უნდა იყოს განხილული. შვეიცარია ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, დიალოგი წაახალისოს ყველა მხარეს შორის, რომელთაც განსხვავებები აქვთ და მხოლოდ დიალოგით შეიძლება მდგრადი გამოსავლის მოძებნა", - განაცხადა ფრანცენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა