ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან საინტერესო და საქმიანი დისკუსია გაიმართა იმ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველო ახორციელებს.

„ძირითადი სასაუბრო თემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, თუ როგორც ვგეგმავთ ჩვენ ამ პროცესს, როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ახლა. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან და სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ნინო გოგუაძე და გურამ მაჭარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა