ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ვარდისუბნის ქუჩა N6-ში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, სადაც 113 ოჯახი ცხოვრობს, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედელი, ბორდიური და 2 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

კორპუსის რეაბილიტირებული ეზო ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ დაათვალიერეს. გამგებელი დეპუტატთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოების, ასევე, სანზონაში დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა.

„გამგეობის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოებით ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამ კონკრეტული მისამართის მსგავსად, წლის ბოლომდე კაპიტალურად კიდევ ბევრი ეზო და ქუჩა შეკეთდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ვარდისუბნის ქუჩა N6-ში გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 175 000 ლარი დახარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა