პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის სტუდენტები გერმანიაში იმყოფებოდნენ

2019 წლის ზაფხულის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებაზე გერმანიაში ლანდსჰუტის კლინიკასა და ვაილჰაიმის კლინიკაში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-დან აცნობეს, სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც სტაჟირებას ლანდსჰუტის კლინიკაში გადიოდა, განაწილებულნი იყვნენ: ზოგადი და სისხლძარღვთა ქირურგიის, თერაპიის, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტებსა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში. ამასთან, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ყოველკვირეულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესში, რადიოლოგიის კონფერენციებსა და ყოველდღიურ კონსილიუმებში, ასევე, ასისტირებას უწევდნენ ქირურგებს ქირურგიული ოპერაციისას.

თსსუ-ის სტუდენტების პრაქტიკას ლანდსჰუტის კლინიკაში კურირებდნენ: პროფესორი ლორიან ლოე (Prof.Dr. Lohe), პროფესორი გეორგიოს მაიმარაკისი (Prof. Dr. Meimarakis) და მთავარი ექიმი, დოქტორ ვოლფგანგ შნეიდერი ( Dr. Schneider). ამასთან, სტუდენტები აქტიურად ურთიერთობდნენ ამავე კლინიკაში დასაქმებულ სხვა საერთაშორისო სტუდენტებთან, ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ.

„გერმანიაში, ქალაქ ვაილჰაიმში იმყოფებოდა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც მიუნხენის უნივესიტეტის აკადემიურ სასწავლო კლინიკაში - ვაილფაიმის კლინიკაში, ყველა ქირურგიულ დეპარტამენტში სტაჟირებას ორი თვის განმავლობაში გადიოდა. სხვადასხვა ოპერაციაზე ასისტირებდა ქირურგებს და მონაწილეობდა ყოველდღიურ შემოვლებში. ესწრებოდა ყოველთვიურ სწავლებებს (Vortbilduug Teaching). ის განსაკუთრებულად აღნიშნავს პროფესორ რეინოლდ ლანგის დამსახურებას (Prof. Dr.Dr. Reinhold Lang); ასევე, კლინიკაში მომუშავე ექიმების ( Marcel Ziegler, Michael Schierlinger, Dr. Peter Baumann, Dr. Bernhard Kann) გულისხმიერებასა და თავდადებას ქართველ სტუდენტთან მუშაობის პროცესში.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

თსსუ-ის სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სტაჟირებამ მათ სამედიცინო სფეროში დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შესძინა.

„ასეთი შესაძლებლობისათვის დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს ბატონ გიორგი გრიგოლიას, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზემოთხსენებულ პროგრამას და საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს მიიღოს საკმაოდ დიდი გამოცდილება“, - აცხადებენ თსსუ-ს სტუდენტები.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს