ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, აქედან გამომდინარე, ყოველგვარი საუბარი კოალიციებზე ნაადრევია

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ნაადრევია ყოველგვარი საუბარი კოალიციებზე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" განცხადებას, რომ აუცილებელია პოლიტიკურმა ძალებმა დააფიქსირონ პოზიცია, შეუქმნიან თუ არა კოალიციას „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ თემის წამოწევა ხელოვნურია.

„პარტიები ჯერ უნდა მოემზადონ საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ამის საფუძველზეც ჩამოყალიბდება კოალიციები. ჯერ ისიც არ ვიცით, რომელი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, შეიძლება, ახალი პარტიები შეიქმნას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ამის საფუძველზე გაირკვევა, ვინ ვისთან შეიძლება კოალიციაში შევიდეს.

რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", გიგი უგულავამ აღნიშნა, ისინი კოალიციაში შესვლას პრორუსულ პარტიებთან აპირებენ და მინდა, მათ "წარმატება" ვუსურვო", განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა