ბიზნესომბუდსმენი - „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების განხილვებში აქტიურად ვართ ჩართული. ბიზნესთან ერთად შევიმუშავეთ და მოვამზადეთ შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუგზავნით კანონპროექტის ავტორებს,- ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონდებლო ცვლილებებს და ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნეს გარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით კი, ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს.

„მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. დღეს არსებული კანონის პროექტებში ასახული რეგულაციები ისეთ საკითხებზეც ვრცელდება, რომლებზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის შეთანხმება საკმარისია და არ საჭიროებს დამატებით რეგულირების მექანიზმებს. ჩვენ ვთვლით, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში ინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). ცვლილებების ინიცირებამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ეფექტი ექნება ამას ეკონომიკურ საქმიანობაზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება”, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ცნობისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი - 17 შენიშვნა-წინადადება აქვს. ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს