გია ვოლსკი - ხაზარაძე ხან "ჩრდილოვან კაბინეტზე" ლაპარაკობს, ხან მზიან საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე

ასე მგონია, რომ ამოცანაა, მედიამ რაც შეიძლება მეტი ისაუბროს მამუკა ხაზარაძის შესახებ. ხან "ჩრდილოვან კაბინეტზე"ლაპარაკობს, ხან მზიან, გაბრწყინებულ საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის "ჩრდილოვან კაბინეტს" შექმნის.

ვოლსკის თქმით, თუ "ლელოს" პრეზენტაციით ვიმსჯელებთ,"ეს არის ბიბლიურ-ლირიული-კომიკური პრეზენტაცია". მისივე შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ პროგრამაზე მეტი უნდა ილაპარაკოს, ასევე პროკურატურის კითხვებს გასცეს პასუხები "17 მილიონი დოლარის აორთქლებაზე".

"რასაკვირველია, „ჩრდილოვანი კაბინეტი“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თვითონ იქნება პრემიერი, ვინ იქნება პრემიერი - ეს არის საკითხი, რომ როგორმე ყურადღება მიიქციოს და ამაზე შეკითხვები დაისვას. „ჩრდილოვანი კაბინეტიც“ უნდა შექმნას და თავისი პროგრამაც უნდა წარმოადგინოს", - განაცხადა ვოლკსიმ.

შეგახსენებთ, რომ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მცირე მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ სჭირდება“.

„გაზაფხულზე, ასევე, პირველად შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს", რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე უნდა იცოდეს ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო