ვახტანგ გომელაური კარლ ჰარცელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ასევე მათ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ არსებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სექტორში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შსს-ს ცნობით, მხარეები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა