ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ისრაელის არჩევნებში გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ისრაელში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პარტია „ლიკუდი“ პარლამენტში 30-33 მანდატს მოიპოვებს, გენშტაბის ყოფილი ხელძღვანელის, ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი - 32-34 მანდატს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მმართველი და ვერც მისი კონკურენტი ოპოზიციური პარტია 120 წევრიან ქნესეთში უმრავლესობას ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატს ვერ მოიპოვებენ და კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არჩევნების პორველადი შედეგების გამოცხადებისთანვე დაიწყება.

ეგზიტპოლებმა ასევე აჩვენა, რომ მესამე ადგილზეა “არაბთა ერთობლივი სია”, რომელიც 13 მანდატს მოიპოვებს, მეოთხეზე კი - თავდაცვის ყოფილი მინისტრის პარტია “ისრაელი ჩვენი სახლი” – 9 მანდატით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს