სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ ლოზუნგით: „სერიული შემწყალებელი“

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. აქტივისტები პრეზიდენტის მიერ შეწყალების პოლიტიკას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პერფორმანსს მართავენ. მათ ნიღბები უკეთიათ ფილმიდან - „ძალიან საშიში კინო“.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რაც შეწყალებასთან დაკავშირებით ხდება, ძალიან საშიში კინოა და უნდა დასრულდეს.

„ქართული ოცნების“ რჩეულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ შეეწყალებინა მკვლელები, მათ შორის პოლიციელის მკვლელი, რაც ნიშნავს კრიმინალის წახალისებას. ეს არის პოლიტიკური ნება, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ციხიდან გამოეშვა მკვლელები. ჩვენ გვიკეთია ნიღბები, რაც არის ფილმიდან - „ძალიან საშიში კინო“. რაც ხდება, ეს არის ძალიან საშიში კინო და გვინდა, რომ ეს კინო დამთავრდეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქტივისტები აქციას შეძახილების გარეშე, ჩუმად მართავენ. მათ აქვთ ტრანსფარანტები წარწერებით: „სერიული შემწყალებელი“, „შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?“ „მკვლელები გარეთ - „ქართული ოცნება“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს