ოთარ კახიძე - მორატორიუმი რა შუაშია? ჩვენი უფლებაა გავიგოთ, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს - გამოძიება უნდა დაიწყოს და დანაშაულის შემთხვევაში, იმპიჩმენტის საკითხი დადგეს

მორატორიუმი რა შუაშია? საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს. უნდა დაიწყოს გამოძიება და დანაშაულის შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხი დადგეს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

“რა მორატორიუმზეა საუბარი, როცა პრეზიდენტმა არ აუხსნა საზოგადოებას რა ნიშნით გამოარჩია ის მსჯავრდებულები, რომლებიც გაათავისუფლა. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ათასობით პატიმარი, პრეზიდენტმა ხომ მათგან გამოარჩია პირები, რომლებსაც თავისუფლება აჩუქა, რა ნიშნით გამოარჩია, რა კომუნიკაცია და ვისთან არსებობდა. პასუხები არ უნდა გასცეს? აბსოლუტურად სამარცხვინოდ პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არც საზოგადოებას უთხრა რატომ გააკეთა ეს და აბრალებს რაღაც პროცედურებს. მორატორიუმი რა შუაშია? საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს. პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს ყველა ამ შეწყალებული პირის, მათი ადვოკატების და ოჯახის წევრების კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, უნდა დადგინდეს ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. თუ დაფიქსირფა დანაშაულის ნიშნები პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი",- განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო