ანრი ოხანაშვილი - შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვერ მოხდება, თუმცა პრინციპების გაწერის რესურსი არსებობს

"შეწყალებასთან დაკავშირებით, კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით,"- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებას. ოხანაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალების უფლება ვერ შეეზღუდება, მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხზე მუშაობა დაიწოს და ერთიანი პრინციპების შემუშავება მოხდეს.

„ჩვენთვის არ არის მისაღები, როდესაც ხდება მკვლელობაში მსჯავრდებულის, მითუმეტეს, ძებნილი პირის შეწყალება, თუმცა ამასთანავე, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ იგი მზად არის, დაიწყოს მუშაობა ამ საკითხის დასახვეწად. ველოდებით, რომ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით და შესაძლოა, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დავიწყოთ მუშაობა, როგორ დაიხვეწოს საკითხები იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა. პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი უნდა იყოს ის რგოლები, სადაც უნდა წარიმართოს ამ საკითხზე მუშაობა.

ჩვენ კონსტიტუცია გადავსინჯეთ და იქაც იყო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ კომისია შეჯერდა პოზიციაზე და კონსტიტუციაში შესულია ცვლილება, სადაც შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს პრაქტიკა რომ შევცვალოთ და პრეზიდენტს შევუზღუდოთ უფლებამოსილება, ეს ვერ მოხდება კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა პრინციპები რომ გაიწეროს და შეთანხმდეს, ამისი რესურსი უნდა იყოს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს