გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ პრეზიდენტიც ადამიანია - მისი პათოსი აბსოლუტურად გასაგები იყო

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტიც ადამიანია. მისი პათოსი აბსოლუტურად გასაგები იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრს აუცილებლად მიაჩნია, არსებობდეს შეწყალების კომისია, რომელიც მსჯავრდებულების გადასინჯვას იქამდე მოახდენს, სანამ მათ პრეზიდენტი შეიწყალებს.

„საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შეწყალების საკითხთან დაკავშირებით წესები უნდა შემუშავდეს. მისი აზრი არის, რომ ეს იყოს პარლამენტში. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გაგვიმართავს, თუმცა ამას აუცილებლად გავაკეთებთ. თუმცა ერთი რამ, რასაც ყოველთვის ვამბობდით არის ის, რომ აუცილებელია არსებობდეს კომისია, შესაბამისი ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებამდე მოახდენს იმ ადამიანების გადასინჯვას, ვისაც საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი შეიწყალებს. გვექნება კონსულტაციები და კარგია, რომ მისი მხრიდან იყო ასეთი ტიპის განცხადება. მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, რომ პრეზიდენტიც არის ადამიანი. პათოსი იყო აბსოლუტურად გასაგები და სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა