ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმატებული პრეზენტაციით წარსდგნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „შემოდგომის ლექციები თბილისში“ - გაგრძელებაა.

„აღსანიშნავია, რომ „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრი „ქართულ-გერმანულ სკოლას“ და „შემოდგომის ლექციებს“ ყოველწლიურად ატარებს. პროექტში საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, ილიაუნი და აგრიუნი) წარმატებული სტუდენტები მონაწილეობენ.

8-15 სექტემბერს, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში QUALI-Start-Up-2 ლექციების კურსი ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

პროექტის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე 112 სტუდენტს შორის შეირჩნენ. პირველი ეტაპის კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტებში ჩატარდა. კონკურსის მეორე ეტაპისათვის, შერჩეული 56 აპლიკანტის დოკუმენტაცია გერმანიაში გაიგზავნა, სადაც იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს კომისიამ 28 მონაწილე სტუდენტი გამოავლინა.

ლექციების კურსი იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა საზეიმოდ გახსნა.

ლექციების კურსს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის 28-ვე მონაწილე სტუდენტი დაესწრო. მათ ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი - პროფ. ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ჯონ შა, ენერგიისა და კლიმატის ინსტიტუტის (IEK) დირექტორები - პროფ. ანდრეას ვანერი და პროფ. ასტრიდ კლენდერ-შარი, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორები - პროფ. გჰალებ ნატუა და პროფ. სტეფან ვაზენი, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის (PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: პროფ. დეტლევ გოტა, დოქტორები - მარკუს ბუშერი, ანდრო კაჭარავა, ირაკლი ქეშელაშვილი, მანუელ ანგსტი, ეზეკიელ ფარერი და სხვები. პროექტში, მენტორების რანგში ჩართულები იყვენენ ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტები: თამარ ხეჩიაშვილი, მიხეილ კელენჯერიძე და ანა გოგიშვილი.

ლექციების კურსის პარალელურად, სტუდენტებმა პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს და იმ მოთხოვნებს გაეცნენ, რაც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად, როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen) და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში. კურსის დასასრულ კი, სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომედიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა) შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

ცნობისათვის, პროექტს - „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი“ - „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აფინანსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა