დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - სიცრუეა, რომ ასლან ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში ძებნილი იყო, ის ძებნილი არ ყოფილა

სიცრუეა, რომ ასლან ბეჟანიძე 12 წლის განმავლობაში ძებნილი იყო, ის ძებნილი არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით ოთხმეზურის მკველობაში ბრალდებულის ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე არადამაჯერებელი და ცრუ მოწმეები წარადგინა.

„ამ საქმის მსვლელობისას უზენაეს სასამართლოში ნინო გვენეტაძე იყო, რომელზეც პროკურატურას და ხელისუფლებას ჰქონდა გავლენა. ხოლო სისხლის სამართლის საქმე ეწერა გიორგი შავლიაშვილს, აღნიშნულმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დაწერა და თქვა, რომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავე არ არის, თუმცა პაატა სილაგაძემ და ნინო გვენეტაძემ, რომლებმაც საერთოდ არ იცოდნენ ეს საქმე, არაადეკვატურ კითხვებს სვამდნენ სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბეჟანიძის შეწყალებაზე გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა, თუმცა არჩევნების პერიოდის დამთხვევის გამო, შეწყალება ვერ განხორციელდა.

ადვოკატის განმარტებით, ბეჟანიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ სასჯელის ნაწილშია შეწყალებული, რაც ნიშნავს, რომ დანაშაულისგან კი არ გამართლდა, არამედ სასჯელი მოეხსნა. მისივე თქმით, ევროპის სასამართლოს მიმართეს, რათა ხელახლა დაიწყოს დავა უდანაშაულობაზე.

ჩომახაშვილის დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელის სახით 6 წელი და 8 თვე ჰქონდა მისჯილი, მან 9 თვე მოიხადა პატიმრობა.

„ბეჟანიძეს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომრეობა და ვერ ესწრებოდა სასამართლო პროცესებს, ვერც ჩვენება მისცა და ამას ექსპრიტაზაც ადასტურებს“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის დღეს დანაშაულის განხორციელების ადგილას არ იმყოფებოდა. ადვოკატის თქმით, როცა სისხლის სამართლის ფაქტზე შეიტყო, 2 დღის შემდეგ ასლან ბეჟანიძე თავად ჩააბარა სამართალდამცავ ორგანოს.

ზურაბიშვილის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარე პოლიტიკურ განცახდებას არ გააკეთებს, ხოლო თუ პრეზიდენტმა რაიმე კანონი დაარღვია, ამაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა