კახა კალაძე  - ჩემთვის მიუღებელია  შეწყალებაზე  მიღებული გადაწყვეტილებები,  საზოგადოების აღშფოთებას, რა თქმა უნდა,  საფუძველი ჰქონდა

დედაქალაქის მერის განცხადებით, მისთვის პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მიუღებელია და მოსახლეობის შეშფოთებას საფუძველი ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია, გადაწყვეტილებები , რომელიც ბოლოს შეწყალებებთან დაკავშირებით იყო მიღებული. საზოგადოების აღშფოთებას და შეშფოთებას, რა თქმა უნდა, აქვს საფუძველი,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

რაც შეეხება გამოთქმულ ეჭვებს, შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით, კალაძის თქმით, ის პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, კორუფციას გამორიცხავს.

მისივე განცხადებით, უნდა დაველოდოთ კანონის გადახედვას, რომელიც პრეზიდენტს შეწყალების უფლებას ანიჭებს.

„როდესაც პირველად იქნა შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჩვენ პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ, რომ ისურვებდა გადახედილიყო კანონი, რომელიც პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილებას ანიჭებს. შესაბამისად, დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვფიქრობ, მორატორიუმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე იქნა მიღებული“, -განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო