კახა კოჟორიძე - ჩემთვის მთავარია მქონდეს მნიშვნელოვან პრობლემებზე მუშაობის  პლატფორმა, რაც "ლელოში" მაქვს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გადავა თუ არა ამ მოძრაობიდან პარტიაში, ეს მომავალში გაირკვევა.

როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მთავარია, ჰქონდეს მნიშვნელოვან პრობლემებზე მუშაობის პლატფორმა, რაც "ლელოში" აქვს.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მთავარი წყარო არის ხელისუფლება, რომელიც არ არის უნარიანი, დაამარცხოს საქართველოს მოქალაქეების დღის წესრიგში დამდგარი პრობლემები. ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას სახელისუფლებო ცვლილებები სჭირდება. ეს მოძრაობა საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც არ გადაკეთდება პარტიად. მოძრაობა დარჩება და პარტიაში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება იყვნენ მოძრაობის წევრები, თუმცა ამავდროულად, შეიძლება არ იყვნენ მოძრაობის წევრები და სხვა მოქალაქეები იყვნენ ანუ ვისაც სურვილი ექნება,რომ მოძრაობიდან წავიდეს პარტიაში, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, პარტია დაფუძნდება. პირადად ჩემთან მიმართებაში ეს მომავალში გაირკვევა", - განაცხადა კოჟორიძემ, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი წევრია.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“.

„ლელოს“ წევრები არიან:

1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი;

4. კახა კოჟორიძე- იურისტი;

5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი;

6. გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი;

7. საბა ბუაძე - "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი;

8. გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი;

9. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;

10. ელენე მელიქიშვილი - საგარეო პოლიტიკის მკვლევარი;

11. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი;

12. დავით გელაშვილი- ეკონომისტი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა