მაია ცქიტიშვილი - არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას,  ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით

არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ანაკლიის პროექტის ინვესტორების მისამართით იყო თუ არა ნათქვამი ფრაზა: "ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა", მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ასეთი რამ ნათქვამი არ იყო. მინისტრის შეფასებით, ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს და ის "მამუკა ხაზარაძეს ჭორაობაში არ აჰყვება".

"ინვესტორებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა ასეთი პასუხი და არც იყო. არ იყო არც ასეთი ფრაზა ნათქვამი. ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადე, რომ სრული მზაობაა და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის მიმართული იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ მინდა, შევყვე ძალიან სამწუხარო პოლემიკას ბატონ მამუკას მხრიდან, ვინაიდან ვგრძნობ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით და ზოგადად და ამ პროექტის ბედიც, როგორც ჩანს, უფრო მადარდებს. "- განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა