ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრები მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია და ფრაქციის წევრი ირმა ინაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ფრაქციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს შეეხო, რომელიც საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობას შეეხება.

„ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკური იარლიყების თემაზე და პოლიტიკური სპექტრის ხელოვნურად პროდასავლურებად და არაპროდასავლურებად დაყოფის თემაზე,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ფრაქციის წევრებმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონცეფცია და პლატფორმა გააცნეს, რომელიც სამხედრო მიუმხრობლობას უკავშირდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციაზე და ამ თემის პერსპექტივებზე, ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც სამხედრო მიუმხრობლობას უკავშირდება და რაც არის პირველ რიგში დასავლური მოდელი. არავითარ შემთხვევაში ეს მოდელი არ ითვალისწინებს უარი ვთქვათ ევროინტეგრაციაზე. პირიქით, ეს არის ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მშვიდობიანი და საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, ყველაზე მისაღები მოდელი“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა