მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ წარდგენილი ინვესტორის შესწავლა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ წარდგენილი ინვესტორის შესწავლა მიმდინარეობს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თხოვნით უწყებას შეხვედრები ჰქონდა პოტენციურ ინვესტორებთან და პროცესი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს.

„ კონსორციუმს წარმოდგენილი აქვს განაცხადი ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად Meridian Capital Limited-ით შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად დაწესებული გვაქვს გარკვეული ვადა , რომლის ფარგლებშიც უნდა შევისწავლოთ ამ ინვესტორის რეპუტაცია, ფინანსური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები. ეს პროცესი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს კონსორციუმთან და მე ნამდვილად ვისურვებდი, ყველა მხარემ, კონსორციუმის დამფუძნებლებმა, პოლიტიკოსებმა და ყველამ, მოგვცეს საშუალება მთავრობას და კონსორციუმს, რომ ვიმუშაოთ ამ პროექტის განხორციელებისთვის,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აქციების 42%-ის მფლობელმა, ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ (Conti International LLC) კონსორციუმი აგვისტოს დასაწყისში დატოვა.

ამასთან, როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განიხილავს კომპანია Meridian Capital Limited-ს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ კომპანიას, პორტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა