მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოს“ განცხადებაზე - თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს ბუნებაში მათ ვალდებულება აქვთ წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში

თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს ბუნებაში მათ ვალდებულება აქვთ წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში. გამოძიება იწყება მაშინ, როცა დანაშაულის შესახებ რაიმე რეალური ცნობა არსებობს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების ეხება.

„ამ ბოლო დღეებში ძალიან ხშირად მოგვიწია სიტყვა ჭორაობის ხსენება და მართლა ჭორაობა იქნება ეს ყველაფერი თუ მათ არ წარმოადგინეს ცოტა კონკრეტული მტკიცებულება, რაც გამოძიების საფუძველი შეიძლება გახდეს. ანუ, გამოძიება იწყება მაშინ, როცა დანაშაულის შესახებ რაიმე რეალური ცნობა არსებობს. თუ ასეთი რაიმე მტკიცებულება არსებობს ბუნებაში მათ ვალდებულება აქვთ წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში. კატეგორიულად მიუღებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის ასე მარტივად შეწყალება“,- განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, გრძნობს თუ არა მმართველი გუნდი გარკვეულ პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე, მდინარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, აღნიშნული პასუხისმგებლობაც არსებობდეს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული სახის პასუხისმგებლობა, ზოგადად, კონკრეტული პირის, რომელიც შენი მხარდაჭერილი იყო შეცდომებზე შეიძლება ვიგრძნოთ კიდეც, მაგრამ მიმაჩნია, რომ უნდა გამოვიდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს დეტალური განმარტება ამ საკითხებზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება დაკავშირებულია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას სახელთან. როგორც პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათთან კონტაქტზე გავიდა საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი, რომლის განცხადებითაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „ევროპული საქართველო“ წყაროს ვინაობას არ ასახელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო