ირაკლი კობახიძე - საქართველოში შეწყალების კუთხით სხვადასხვა პრეზიდენტის დროს არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდა

კონკრეტულ პირთა შეწყალების თაობაზე სრული ინფორმაცია ნამდვილად არ მოგვისმენია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალებას.

მისი თქმით, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, სასურველია საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდოს.

„როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, სასურველია, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდოს. კონკრეტულ პირთა შეწყალების თაობაზე ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ მოგვისმენია. სასურველია, თუ მომავალში ასეთი ინფორმაციის დეტალურად გაზიარება მოხდება. რაც შეეხება შეწყალებაზე მორატორიუმს, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. პრეზიდენტს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, როდის შეიწყალებს ან არ შეიწყალებს მსჯავრდებულებს. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია, როგორი პრაქტიკა ჩამოყალიბდება. მათ შორის, მორატორიუმის გამოცხადებაც შეუძლია. ზოგადად, გარკვეული ქცევის წესები აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. რა სახით ჩამოყალიბდება, იქნება ეს კანონი თუ რაიმე სხვა ფორმა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. სამწუხაროდ, საქართველოში შეწყალების კუთხით სხვადასხვა პრეზიდენტის დროს არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. სააკაშვილის დროს დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ გააგრძელა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, სტატისტიკის კუთხით სერიოზული გაუმჯობესება და დაახლოება გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა გვაქვს კითხვის ნიშნები კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული ქცევის კოდექსი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს