სოფიო ქაცარავა - „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს ეხმაურება, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხება. კომიტეტი პროექტს მომავალ კვირაში განიხილავს.

როგორც ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, უმრავლესობას აქვს უფლება და მანდატი, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამა თუ იმ რეზოლუციის თუ დადგენილების პროექტს.

„იმის გამო, რომ უმრავლესობის ძალიან სწორი და გამართლებული პოზიციაა - არ აჰყვეს ოპოზიციის პროვოკაციას და ასევე აქვს თანმიმდევრული და სწორი საგარეო პოლიტიკა, ოპოზიციამ, განსაკუთრებით მათ, ვისაც პრეტენზია აქვს (თუმცა ვერ ამართლებს) პროევროპულობაზე, მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.

უფრო მეტიც, წარსულს უნდა ჩააბაროს ჩაგვრა, შეურაცხოფა და მუქარები, რადგან აღარავინ იჩაგრება და კომიკური ხდება მათი საქციელი.

შინაარს რაც შეეხება - „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან. ეს მარტივად რომ ვთქვათ, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის ეკონომიკურ ზარალს. მართალია, ჩვენი ამოცანაა შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ასეც ვაკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან მაღალი სტანდარტის პროდუქციას.

ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ყველა აზრიანი ადამიანი, არა პოპულისტი, ხედავს რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, ოპოზიციას, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოპულიზმის და დესტრუქციის გარდა არაფერი ამოძრავებს, საგნობრივ მსჯელობაში არასდროს მოგვყვებიან“, - წერს ქაცარავა.

მისი განცხადებით, 17 წლიანი პოლიტიკური გამოცდილების ფონზე, მაინც იმ ხაზს მიჰყვებიან - "my way is the only way” , რამაც და სხვა ბევრმა უგუნურმა საქციელმა რეალურად დააკარგვინა მოსახლეობის ნდობა.

„ ძალიან კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მათ პროევროპულობა არ დაიბრალონ, მათი პროევროპულობის ძახილიც ძალიან კომიკურია. რჩევებს არ მივცემ, მათ თავისი გზა აქვთ არჩეული.

PS ცხადია აქ აღარ ვწერ, უკვე ბევრჯერ ჩვენგან გაგებულ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი ამოცანაა საქართველოში იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, იმისთვის რომ ბევრი ისეთი პროექტი განხორციელდეს, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ზუსტად ეს არის ქვეყნის პროგრესიც და მომავალიც“, - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო