ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა, შეხვედრაზე მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების კითხვებს გასცეს პასუხები. "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს საკითხებზე მომხსენებლები რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რომ გაეცნონ აქ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ევროსაბჭოს ყურადღების ქვეშ ექცევა - საარჩევნო სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა. მესამე დღეა ისინი საქართველოში იმყოფებიან, არაერთხელ გვქონდა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტში და დღეს უკვე შემაჯამებელი შეხვედრა გვქონდა ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რაც ამ სამი დღის განმავლობაში მათ მოისმინეს. კიდევ ერთხელ გავეცით პასუხები მათ კითხვებზე, საკითხები სააარჩევნო და მართლაჯულების სისტემას ეხებოდა",-განაცხადა ქაცარავამ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან. ასევე კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტში ცალკეულ ფრაქციებსაც შეხვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა