თსუ-ში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღია კარის დღეზე თსუ სტუდენტები და პროფესორები სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში ჩაატარებენ; წარმოდგენილი იქნება საინტერესო ექსპონატები თსუ ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმებიდან. თსუ-ში მოსულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში.

„თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე ქადეიშვილი, წაიკითხავს პოპულარულ ლექციას მათემატიკაში „მათემატიკა ყველგან“; თსუ-ს პროფესორი, გიორგი დვალაშვილი, კი მოსწავლეებს ტურიზმის განვითარებაში ბუნების ძეგლების როლზე ესაუბრება“, - აცხადებენ თსუ-ში.

ღია კარის დღე 15:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა