„საქართველოს ბანკმა“ ახალი პროდუქტი - იპოინვესტიცია წარადგინა

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის - იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, „საქართველოს ბანკი“ მათ იპოინვესტიციას სთავაზობს.

იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი.

იპოინვესტიციის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო