ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 9 % - ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს”

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 37 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს, 5%-მა არ იცის, ხოლო 57% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 59 % აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 41% არ მიიღებდა.

რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 39 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 56 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ასაკობრივ ჭრილში 18-34 წლის ამომრჩევლების 59 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 34 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს. 35-54 წლის ამომრჩევლების 58 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ამავე კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 19 % -არც ერთ პარტიას, ენმ - 9% , უარი პასუხზე - 9%, “პატრიოტთა ალიანსი” - 4%, “ევროპული საქართველო” - 4%, სხვა პარტია - 9%. ამავე ამომრჩევლის 29 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.

იხილეთ ვიდეო:

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა