შეწყალებაზე მორატორიუმის გაუქმების მოთხოვნით, რამდენიმე უფლებადამცველმა პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და რამდენიმე უფლებადამცველმა აქცია გამართა. აქციის მთავარი მოთხოვნა შეწყალებაზე მორატორიუმის გაუქმება იყო.

მათი განცხადებით, პრეზიდენტი არ უნდა მოექცეს გარკვეული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების გავლენის ქვეშ და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არ მოხვდეს იმ მორატორიუმის განხორციელება, რომელიც დააანონსა პრეზიდენტმა. ათასობით პატიმარი და მათი ოჯახის წევრები ელოდებიან, რომ პრეზიდენტმა მოახდინოს შეწყალება. ძალიან სამწუხაროა, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა და სოციალურმა ჯგუფებმა პრეზიდენტზე ზეგავლენა მოახდინეს და ათქმევინეს, რომ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ეს იქნება პრეზიდენტის მიერ განხორციელებული დიდი უსუსურობა და მე მოვუწოდებ, რომ ის იყოს ხალხის პრეზიდენტი და ნუ დაემსგავსება მის წინამორბედ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც წასვლის წინ არ მოახდინა შეწყალების აქტის გამოცემა", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს