დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია იყოს რეალიზებული

მე არ ვიცი, რა პირობებში ჩატარდა ეს კვლევა, რა იყო არეალი, გამოკითხულთა ველი - აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

„თუმცა ერთი მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული განვითარება და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია იყოს რეალიზებული“, - განაცხადა ზალკალიანმა და იქვე დასძინა:

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველაზე რეალური გამოხატულება არის არჩევენებში მათი დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ და რა თქმა უნდა, ის იყო გამოხატული წინა არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებშიც საზოგადოება ზუსტ შეფასებას მისცემს მთავრობის მოღვაწოებასაც. ჩვენ გვქონდა არაერთი, ბევრი შემთხვევა, როდესაც გამოკითხვის შედეგები არ დაემთხვა არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობა, რომელიც მიმართულია პირველ რიგში, ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ, იმისკენ, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მართალაც გვაქვს, იმ უპრეცედენტო საგარეო გამოწვევების ფონზე და მართლაც ფაქტია, რომ უამრავი საგარეო გამოწვევა არსებობს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იგივე ოკუპაცია, რომელიც სერიოზული გამოწვევაა და აისახება ეს მთავრობის საქმიანობაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ეს რისკები და საფრთხეები იყო მინიმუმამდე დაყვანილი იმისთვის, რომ, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა, რადგან სტაბილურობის გარეშე ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ ვერც განვითარებას და ვერც კეთილდღეობას. მე ვფიქრობ, რომ ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს, დაინახავს და ეს ყველაფერი იქნება ასახული, როდესაც ისინი არჩევნებზე 2020 წელს გააკეტებენ არჩევანს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს, 32 %-ის შეფასებით - „კარგად“, ხოლო კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ 6%-მა დააფიქსირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა