ნინო ლომჯარია - 20 ივნისის მოვლენებმა იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა

20-21 ივნისის მოვლენებმა, იგივე მედიასივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც ჩვენ 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ანგარიში, რომელსაც ის დეპუტატებს წარუდგენს, 2018 წელს მოიცავს, თუმცა როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ის მზად არის, დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში ისაუბროს 2019 წელს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის 20 ივნისზეც.

„ანგარიში ფარავს 2018 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას. შესაბამისად, ყველა უფლება არის მიმოხილული: დაწყებული სიცოცხლის უფლებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, თანასწორობისა და დისკრიმინაციის მიმართულებით არსებული ვითარება და ა. შ.

მე მზად ვარ, დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, ასევე ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რაც ეხება 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს. მიმდინარე წელს განვითარებულმა მოვლენებმა, იგივე 20-21 ივნისის მოვლენებმა, იგივე მედიასივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც ჩვენ 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა.

ყველა ის საქმე, რაც ბოლო წლებში ჩვენ გადავაგზავნეთ პროკურატურაში და რაც ეხებოდა პოლიციელის თუ პენიტენციური სისტემის თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არის გამოუძიებელი და არცერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა