სალომე სამადაშვილი NDI-ის კვლევაზე - „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი აღარ აქვს, რომ შემდეგ მთავრობას ფორმირება გაუკეთოს

„ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი აღარ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI- ის კვლევის შედეგების პოლიტიკურ ნაწილს.

სამადაშვილის თქმით, მომდევნო არჩევნებზე ყოველი 10 ამომრჩევლიდან 8 „ქართულ ოცნებას“ ხმას აღარ მისცემს.

„დღეს გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას" ჩვენს საზოგადოებაში დაკარგული აქვს ამომრჩევლების უმრავლესობის მხრიდან ნდობა. რეალურად, 10 ამომრჩევლიდან 8 არჩევნებზე ხმას „ქართულ ოცნებას" აღარ მისცემს. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ძალიან დიდია იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომლებსაც არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს შემდეგ არჩევნებზე. ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ოპოზიციური სპექტრისთვის, მათ შორის ჩვენი პარტიისთვის, რომ ჩვენ გველოდება ძალიან სერიოზული სამუშაო იმისთვის, რომ შევძლოთ ახალი ამომრჩევლის მიზიდვა. „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი აღარ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას. როდესაც ამომრჩევლის ძალიან დიდ უმრავლესობას, იმაზე მეტს, ვიდრე გასული წლების მანძილზე, მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, როდესაც დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ მუშაობს, როდესაც მმართველი პარტიის მხარდაჭერა არის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, ეს აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ შანსი აღარ აქვს დემოკრატიული გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა