ფინანსთა მინისტრი - 2020 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტს ოქტომბრის დასაწყისში წარედგინება

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია პარლამენტს კანონმდებლობით დადგენილ დროში წარედგინება.

როგორც მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოქტომბრამდე გაგრძელდება ყველა უწყებასთან საუბრები და პარამეტრების შეჯერება.

როგორც მინისტრამა განმარტა, ყველა უწყებას თუ რეგიონს აქვს საკუთარი საჭიროებები და ყველას აქვს დიდი მოთხოვნა ბიუჯეტის მხრივ.

„პრაქტიკულად, ყოველდღიურად გვაქვს ინტენსიური შეხედრები სამინისტროებთან, ასევე მათ დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურებთან, დეტალურად გავდივართ მათ საჭიროებებს. ასევე ჩვენ იმ სტრატეგიას, რომელიც დასახული იყო და რომელიც ორ სიტყვაში, მოკლედ შეიძლება აღიწეროს, როგორც მთავარი ინფრასტრუქუტული პროექტების გაგრძელება და განვითარება, რომელიც პრაქტიკულად თვისობრივ განვითარებას შეიტანს ეკონომიკაში და ეკონომიკურ სისტემაში. ამავდროულად, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯების მისაღებ დონეზე შენარჩუნება და რასაკვირველია, ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ ავცდებით, რაც სოციალურ დაუცველებს, პენსიონერებს და ასე შემდეგ შეეხება. ეს არის ამის ყველაფრის ბალანსი და შეჯერება. ეს არის, როგორც მოგეხსენებათ ბიუჯეტი და ეს არის მთავარი სტრატეგიული ხაზი. ამასთანავე, ვუსმენთ თითეულ უწყებას, თითეულ რეგიონს, თითეულ სამინისტროს, თუ რა საჭიროებები აქვთ და იცით, არის უამრავი საჭიროება და ყველას აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა შეჯერება ხდება და შეჯერების პროცესი დამთავრდება სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს. იქითა კვირა კიდევ გვრჩება შიგნით, სამინისტროში, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ დეტალები და თვის ბოლოს, როგორც კანონი გვავალდებულებს, პირველი ოქტომბრისთვის ჩვენ შევალთ ბიუჯეტის პირველადი ვერსიით პარლამენტის წინაშე. დეტალებს, ყველა პარამეტრს გაიგებთ მაგ დროს, იმიტომ რომ მართლა ფორმირების პროცესი მიდის. ამავდროულად, რასაკვირველია, სავალუტო ფონდთან გვაქვს მჭირდრო კავშირი და იმათთანაც შევაჯერებთ. იცით, რომ მიმდინარე პროგრამა გვაქვს და პროგრამა გვიწესებს ჩარჩოს და მადლობა ღმერთს, რომ გვიწესებს ჩარჩოს განვითარებისთვის და საბოლოო ჯამში, ალბათ, ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი დღემდე, რომ ჩვენ წარვდგებით 2020-ის ბიუჯეტით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა