თინა ბოკუჩავა სახალხო დამცველისგან დაინტერესდა, ემხრობა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას

რას ფიქრობთ, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად? - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ბოკუჩავას თქმით, იმ ფონზე, რომ პროკურატურის მიმართ ნდობა შემცირებულია, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა კარგი იქნება.

„აღნიშნეთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება გაჭიანურდა.

მაინტერესებს, რა იქნება თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესასწავლად. ამას ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მრავალი თვეა, მაგრამ სამწუხაროდ, 50 დეპუტატიც კი არ მოძებნება ამ პარლამენტში, რომ მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. მაინტერესებს თქვენი აზრი. იქნებ, შემდგომ თქვენი აზრის გათვალისწინება მაინც მოხდეს დეპუტატების მიერ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავამ სახალხო დამცველს კიდევ ორი კითხვა დაუსვა. კერძოდ, დაინტერესდა, რას ფიქრობს ნინო ლომჯარია ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე და ასევე როგორია მისი პოზიცია გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.

„NDI-ის კვლევის თანახმად, 70% მოსახლეობის ამბობს რომ ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას ძალას გადაამეტა. ამ დაშლის მთავარი არქიტექტორი გიორგი გახარია იყო. დღეს ის გვევლინება პრემიერ-მინისტრად, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვიმა. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ აღნიშნული? ,“- აღნიშნა ბოკუჩავამ.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით