რომან გოცირიძე - სასამართლო არის ხელშეუხებელი - „წმინდა ძროხა“

მრავალი მოსამართლე ფაქტობრივად, დამნაშავეა, როდესაც ასრულებს ხელისუფლების შეკვეთას, თუმცა, სასამართლო არის ხელშეუხებელი - „წმინდა ძროხა“ და გადაფარებულები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს უსმენენ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „მოსამართლეები ბარბაროსულ გადაწყვეტილებებს იღებენ“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოყალიბდა რეპრესიული სახელმწიფო, რომელიც აგებულია პოლიციურ სისტემაზე. ძალოვანი ინსტიტუტები განსაზღვრავენ ყველაფერს, მათ შორის, არჩევნების ბედს. ამ რეპრესიული მანქანის ბოლო ინსტანცია არის სასამართლო. სასამართლოებზე როდესაც ვსაუბრობთ, შემოვიფარგლებით ზოგადი სიტყვებით, რომ არსებობს „კლანური მმართველობა“. ამ ზოგადის შემდეგ კონკრეტიკისკენ ვერ მივდივართ პოლიტკორექტულობის გამო, არადა, მრავალი მოსამართლე ფაქტობრივად, დამნაშავეა, როდესაც ასრულებს ხელისუფლების შეკვეთას და ეს არის თითქოსდა გადაფარება სასამართლო სისტემაზე; სასამართლო არის ხელშეუხებელ ი- „წმინდა ძროხა“. ამ ადამიანებს საშინელი გადაწყვეტილებები გამოაქვთ მთავრობის დავალებით, თუნდაც ეს რეპრესიები გავიხსენოთ. ის, რაც ირაკლი ოქრუაშვილს მიუსაჯეს, ეს ხომ აბსოლუტური სისულელეა? ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილს და 50 ადამიანს აბრალებენ სახელმწიფო გადატრიალებას. ჰონკონგის პარლამენტში ჩაფხუტებით რომ შეიჭრნენ და ბეისბოლის ჯოხებით დალეწეს, გადაამტვრიეს მთელი პარლამენტი, ეს რა იყო? სახელმწიფო ხელისუფლების დამხობით სისხლის სამართლის საქმის აღძრვა, რომელ ლოგიკაში ზის? გინახავთ ქვეყანა რუსეთის გარდა, ან ჩრდილოეთ კორეის გარდა? კუბაშიც არ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას. რატომ არ არის ამაზე ხმამაღლა საუბარი? მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიზნესების დატერორება. ბარბაროსულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ყველა ეს მოსამართლე ძალიან მშვიდად გრძნობს თავს იმის გამო, რომ მათი ხსენება არ შეიძლება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა