სალომე სამადაშვილი ნინო ლომჯარიას - რატომ ვერ მოხვდა თქვენს ანგარიშში გენერალ ჯანაშიას საქმე?

მე მაინტერესებს, თქვენს ანგარიშში ჯანაშიას საქმე რატომ არ მოხვდა ამჯერად? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ომბუდსმენმა აზრი დააფიქსიროს.

„გენერალ ჯანაშიას საქმეზე მაქვს შეკითხვა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ დღემდე დადის სასამართლოში და მის მიმართ რა მუხლით არის გამოძიება დაწყებული, გაუგებარია. მე მაინტერესებს, თქვენს ანგარიშში ჯანაშიას საქმე რატომ არ მოხვდა ამჯერად? ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ საკითხზეც იყოს დაფიქსირებული თქვენი აზრი,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სალომე სამადაშვილი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს ნინო ლომჯარია ია კერზაიას საქმეზე.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დღევანდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ არსებობს დაზარალებული ამ საქმეში, თუ შეიძლება რომ გვითხრათ ამაზე თქვენი მოსაზრება“- მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ომბუდსმენს.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება და თუ ის დაადგენს არამართლზომიერ ქმედებებს, სწორი იქნება თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.

„ახლა ჩვენ გვაქვს ვითარება როცა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტად ხელდასმული, უფრო სწორად პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმული სალომე ზურაბიშვილი არის გახვეული სკანდალში, რომლსაც უკავშირდება მძიმე დამნაშავეების გათავისუფლება. საზოგადოება მოითხოვს პასუხებს იმაზე თუ რა მოხდა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს